Accessibility links

logo-print

ცესკო-ში წარდგენილი 17 განცხადებიდან სრულად მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო დარღვევების შესახებ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების დ განცხადებების განხილვის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე წარდგენილი 17 განცხადებიდან და საჩივრიდან სრულად ჯერჯერობით მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა. დღესვე ცსკ-ის თავმჯდომარემ უშუალოდ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს და ხელისუფლებას და სამართალდამცავებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება, სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რათა ყველა გაუგებრობა თავიდან იყოს აცილებული.
XS
SM
MD
LG