Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა როკ-ვოკალისტი რონი ჯეიმს დიო


67 წლის ასაკში გარდაიცვალა რონი ჯეიმს დიო - მძიმე მეტალის ჟანრის ვოკალისტი, რომელმაც ჯგუფ „ბლექ საბათში“ ოზი ოსბორნი შეცვალა, მოგვიანებით კი მღეროდა ჯგუფებში „ჰევენ ენდ ჰელ“ და „დიო“. შარშან დიომ საჯაროდ განაცხადა, რომ კუჭის კიბოთი იყო ავად. რონი ჯეიმს დიო იტალიური წამოშობის ამერიკელ ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი რონალდ ჯეიმს პადავონა იყო. მისი ჯგუფის, „დიოს“ მიერ 1983 წელს ჩაწერილ სიმღერა „ჰოლი დაივერს“ კლასიკური როკის რადიოები დღესაც ხშირად რთავენ თავიანთ რეპერტუარში.
XS
SM
MD
LG