Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა ჯარისკაცებმა გაეროს ხუთი თანამშრომელი გაათავისუფლეს


ავღანეთში დღეს ჯარისკაცები შეიჭრნენ თალიბანის ბანაკში და გაათავისუფლეს გაეროს ხუთი ავღანელი თანამშრომელი, რომლებსაც ერთი თვე მოუხდათ მძევლად ყოფნა. ავღანელ გენერალ მურად ალი მურადის განცხადებით, მისმა ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს ბანაკს ჩრდილოეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში და გაათავისუფლეს ადამიანები, რომლებიც სარდაფში იყვნენ გამოკეტილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, როგორც ჩანს, თავს კარგად გრძნობენ. ავღანელი გენერლის განცხადებით, ბრძოლაში მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა "ათობით მეამბოხესთან" ერთად. ქაბულში გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა მათი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ, მაგრამ მათ დეტალები არ დაუზუსტებიათ.
XS
SM
MD
LG