Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ორი დღით ეწვია უკრაინას


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ორი დღით ეწვია უკრაინას და მოლაპარაკება გამართა უკრაინელ კოლეგა ვიქტორ იანუკოვიჩთან. საქმე ეხება მედვედევისა და იანუკოვიჩის მეშვიდე შეხვედრას მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი თებერვალში უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს. მოსალოდნელია, რომ ორი პრეზიდენტი ხელს მოაწერს მთელ რიგ შეთანხმებებს, მათ შორის შეთანხმებებს საზღვრის დემარკაციისა და ბირთვული პროგრამის საკითხში თანამშრომლობის შესახებ. მოსკოვი-კიევის ურთიერთობა მკვეთრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი გახდა იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ემხრობა.
XS
SM
MD
LG