Accessibility links

logo-print

მოსკოვმა კომპანია ”აირზენას” განაცხადი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების შესრულების თაობაზე კომპანია ”აირზენას” განაცხადი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სააგენტო ინტერფაქსს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, რომ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები 24 მაისიდან 9 ივნისამდე შესრულდება. მანამდე ავიაკომპანია ”აირზენამ” განაცხადა, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან მიღებული ნებართვით, პირდაპირ რეისებს 24 მაისიდან 1 ნოემბრამდე შეასრულებდა
XS
SM
MD
LG