Accessibility links

logo-print

სერგეი ივანოვი კმაყოფილია აშშ-სთან ბირთვული თანამშრომლობის განახლებით


რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბირთვული ენერგეტიკის სფეროში აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობის შეთანხმება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რატიფიცირებისთვის კონგრესს გაუგზავნა. ”სამწუხაროა, რომ ამ პროცესში საქართველო სულელურად ჩაერია, რადგან ჩვენ და ამერიკელებმა საკმაოდ კარგი ბიზნესი დავკარგეთ” - განაცხადა ივანოვმა ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მოსკოვთან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბუშმა კონგრესიდან 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გაიწვია, რამდენიმე დღის წინ კი - პრეზიდენტმა ობამამ ხელშეკრულება კონგრესს რატიფიცირებისთვის დაუბრუნა.
XS
SM
MD
LG