Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა გაათავისუფლა ირანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი


საფრანგეთში გაათავისუფლეს ირანელი მამაკაცი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ირანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთში ემიგრირებული შაპურ ბახტიარის მკვლელობის გამო. ბახტიარის მკვლელობა 1991 წელს პარიზთან მოხდა. პატიმრობამისჯილ ალი ვაკილი რადის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, ირანში გაათავისუფლეს საფრანგეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ჯაშუშობაში იყო ბრალდებული. ალი ვაკილი რადი უკვე მეორე ირანელია, რომელიც საფრანგეთში სასამართლომ დაახლოებით ორი კვირის მანძილზე გაათავისუფლა, რის გამოც ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ირანსა და საფრანგეთს შორის გარიგება მოხდა საფრანგეთის მოქალაქის გამოსახსნელად. პარიზი და თეირანი ირწმუნებიან, რომ ასეთი გარიგება არ არსებობს.
XS
SM
MD
LG