Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკიმ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა


კომპანია „იუკოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც პატიმრობას იხდის, შიმშილობა გამოაცხადა, მისი განმარტებით, სასამართლოს არასწორ გადაწყვეტილებებზე ყურადღების გასამახვილებლად. რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი ღია წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ხოდორკოვსკი აღნიშნავს, რომ რუსეთში სასამართლოების მიერ იგნორირებულია ბოლოდროინდელი სამართლებრივი ცვლილებები, რომლებიც ეკონომიკურ დანაშაულებში ბრალდებულ პირებს წინასწარი პატიმრობის თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს. ხოდორკოვსკი წერს, რომ იშიმშილებს, სანამ შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინებენ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა ეს ცვლილებები. პრეზიდენტ მედვედევის პრეს-მდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ მედვედევი ხოდორკოვსკის მიმართავს ლებედევისადმი იცნობს. ხოდორკოვსკი 2003 წლიდან იმყოფება ციხეში, მას რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს გადასახადების გადაუხდელობაში ბრალდების საფუძველზე. ახლა მას პატიმრობის გაგრძელება მოელის თაღლითობაში ბრალდების გამო. ხოდორკოვსკის მომხრეები ირწმუნებიან, რომ მის წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი ზომები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
XS
SM
MD
LG