Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რეგიონული უსაფრთხოების ბლოკში იწვევს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უკრაინა მიიწვია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბლოკში, რომელშიც რუსეთი დომინირებს. მასთან ერთად, ბლოკში შედიან სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მედვედევმა, რომელიც პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია უკრაინას, დღეს განაცხადა, რომ, თუ უკრაინა მომავალში მიზანშეწონილად მიიჩნევს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შესვლას, მას სიამოვნებით მიიღებენ. ასევე მედვედევის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ არის ვარშავის ხელშეკრულება, არ არის საჭირო ნატოსთან, ან რომელიმე სხვა სამხედრო ბლოკთან დაპირისპირება. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა სწრაფად უმჯობესდება თებერვალში უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ.
XS
SM
MD
LG