Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხრან მაჭავარიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ


ცნობილ ქართველ პოეტს მუხრან მაჭავარიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი მწერალ ოთარ ჭილაძის დაკრძალვის შემდეგ დაიხურა, რადგან იქ, ადგილი პრაქტიკულად, აღარ არის, თუმცა, მუხრან მაჭავარიანისთვის მერიამ გამონაკლისი დაუშვა. ცნობილი ქართველი პოეტი გასულ საღამოს გულის შეტევით გარდაიცვალა. მას 22 მაისს დაკრძალავენ
XS
SM
MD
LG