Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლება ქრთამის შეთავაზებაში დაადანაშაულა


საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ხელისუფლება ქრთამის შეთავაზებაში დაადანაშაულა. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ ლეიბორისტულ პარტიას 4 მილიონი ევრო შესთავაზეს. ნათელაშვილს კონკრეტული პირი არ დაუსახელებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ქრთამი ხელისუფლების დაკვეთით მიგზავნილმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა შესთავაზა. ლეიბორისტთა ლიდერმა ოპოზიციურ ძალებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ კვლავ მოუწოდა და განაცხადა, რომ არჩევნების ჩაშლა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დასრულების და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ერთადერთი გზაა
XS
SM
MD
LG