Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საკმარისია ტელეკომპანია ”იმედის” “მოდელირებულ ქრონიკასთან” დაკავშირებული სატელეფონო ჩანაწერები, რომლის ავთენთურობა საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს. დეპუტატის მტკიცებით, იკვეთება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, რის შესახებაც, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა დაიწყოს. გია ცაგარეიშვილმა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოებისადმი წარდგინებებზე ხელმოწერისკენ, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდა
XS
SM
MD
LG