Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი კმაყოფილია ირანის წინააღმდეგ სანქციების პროექტით, რომელიც აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა შეათანხმეს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, ის კმაყოფილია ირანის წინააღმდეგ სანქციებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტით, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან და ჩინეთთან შეათანხმა. კლინტონის განცხადებით, რეზოლუციის პროექტს დღესვე გააცნობენ გაეროს უშიშროების საბჭოს დანაჩრენ წევრებს. რეზოლუციის პროექტზე განცხადება გაკეთდა მიუხედავად იმისა, რომ ირანი, მისივე თქმით, თანახმაა, დაბალგამდიდრებული ურანი თურქეთში გააგზავნოს ბირთვული საწვავის მიღების სანაცვლოდ. დღეს უფრო ადრე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა, საფრთხეს ნუ შეუქმნიან ირანიდან დაბალგამდიდრებული ურანის გაგზავნაზე შეთანხმებას თეირანის წინააღმდეგ მორიგი სანქციებით დამუქრების შედეგად. დავუთოღლუმ ბრაზილიელ და ირანელ კოლეგებთან ერთად მოაწერა ხელი შეთანხმებას ურანის ირანიდან თურქეთში გაგზავნის შესახებ.
XS
SM
MD
LG