Accessibility links

logo-print

პაკისტანში ბომბის აფეთქებამ, სულ ცოტა, 11 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც პოლიციის წინააღმდეგ იყო მიმართული, ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. ბომბი აფეთქდა პოლიციის ავტომანქანასთან ჩრდილო-დასავლეთში მდებარე დერა ისმაილ ხანში. ზოგი წყაროს ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ადგილობრივი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, 11 ადამიანი, მათ შორის რვა სამოქალაქო პირი, დაჭრილია 10 ადამიანი.
XS
SM
MD
LG