Accessibility links

logo-print

საბერძნეთმა ევროკავშირისაგან დახმარების ნაწილი, 14,5 მილიარდი ევრო მიიღო


საბერძნეთმა დღეს მიიღო 14,5 მილიარდი ევრო საგანგებო კრედიტების სახით ევროკავშირის წევრებისაგან, ვიდრე ხვალ ამოიწურებოდეს ათენის მიერ 9 მილიარდი ევროს მომცველი ვალის გასტუმრების ვადა. საბერძნეთისთვის ვალებით გამოწვეულ კვრიზისთან გასამკლავებლად განკუთვნილი დახმარება, რომელსაც ის ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მიიღებს, სულ 110 მილიარდ ევროს მოიცავს. საბერძნეთმა გასულ კვირაში მიიღო 5,5 მილიარდი ევრო სავალუტო ფონდისაგან.
XS
SM
MD
LG