Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ხუთი ამერიკელი ჯარისკაცია


ნატოს განცხადებით, ქაბულში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დღეს დანაღმული ავტომაქანის აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის ალიანსის ექვსი ჯარსიკაცია, მათგან ხუთი ამერიკელი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 12 და დაიჭრა 47 ავღანელი სამოქალაქო პირი. მათი უმრავლესობა ხალხით სავსე სამგზავრო ავტობუსში იმყოფებოდა. აფეთქება მოეწყო იმ მომენტში, როცა მრავალეროვანი კოალიციის ავტომაქანების ბადრაგმა პარლამენტისა და მთავრობის შენობებს ჩაუარა. აფეთქებისათვის პასუხისმგებლობა თალიბანის პრეს-მდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰედმა იკისრა.
XS
SM
MD
LG