Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში შვიდი ადამიანი დაიხოცა


ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, სხვადასხვა ვითარებაში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ რაზმებსა და მეამბოხეთა შორის შეტაკებების დროს. ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა, ჩეჩნეთში, სადაც უშიშროების ძალების სამი წარმომადგენელი დახოცეს. სხვა ინციდენტისას ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაღესტანში მილიციის ორი თანამშრომელი მოკლეს. ინგუშეთში მეამბოხეებმა ააფეთქეს გაზსადენი, იქ არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG