Accessibility links

logo-print

ირანული მედიის დელეგაცია თბილისს ეწვევა


ქართული მხარის მოწვევით ირანული მედიის დელეგაცია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ამავე უწყების პრესმდივნის რამინ მეჰმანფარასთის ხელმძღვანელობით დღეს თბილისს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებთან. შეხვედრისას ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს მედიასფეროში თანამშრომლობის შესახებ. იგეგმება ერთობლივი მრგვალი მაგიდის გამართვა ქართველი და ირანელი ჟურნალისტების მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG