Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და უკრაინის არქივებს შორის მემორანდუმი გაფორმდება


როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული არქივიდან განუცხადეს, ეროვნული არქივის დელეგაცია დღეს უკრაინაში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპა-აზიის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ევრაზიის მე-11 რეგიონულ კონფერენციაში. 21 მაისს, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის არქივებს შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებების თანამშრომლობას საარქივო დოკუმენტების ერთობლივი პუბლიკაციების, ერთობლივი გამოფენების მოწყობის, პროფესიული და სამეცნიერო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებებით.
XS
SM
MD
LG