Accessibility links

logo-print

თბილისის სააპელაციო სასამართლო გაზეთ ”რეზონანის” და საიას საჩივრის განხილვას განაახლებს


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობის წინააღმდეგ გაზეთ "რეზონანსისა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) საჩივრის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს განაახლებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, ისინი იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილებაც დღესვე გამოცხადდება. მისივე განმარტებით, სასამართლო დღეს ენერგეტიკის სამინისტროს დაზუსტებულ პოზიციას ელოდება ”ინტერრაოსთან” “ენგურჰესის” ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით დადებული მემორანდუმის განსაჯაროებაზე. მოსამართლემ წინა სხდომაზე სამინისტროს სთხოვა მისი პოზიციისთვის გადაეხედა.
XS
SM
MD
LG