Accessibility links

logo-print

საქართველოს და საფრანგეთი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ


საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, საქართველოს და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება. როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენს საფრანგეთთან თანამშრომლობის განვითარების პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს. შეთანხმების მთავარი კომპონენტია საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვოტების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შექმნა. ამ მიზნით შეთანხმება ითვალისწინებს ქართველი სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის ბინადრობის დროებითი უფლების მინიჭების, ახალგაზრდა სპეციალისტების ურთიერთგაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს.
XS
SM
MD
LG