Accessibility links

logo-print

თაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე წარსდგება


თაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პაკისტანის მოქალაქე, 30 წლის ფაიზალ შაზადი ამერიკის სასამართლოს წინაშე წარსდგება. ის ორი კვირის წინ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან თაიმს სკვერზე ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. საბედნიეროდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედდა. დაკავებულს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ტერორიზმისა და ადამიანთა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG