Accessibility links

logo-print

ამერიკამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ირანის წინააღმდეგ სანქციების რეზოლუციის პროექტი წარუდგინა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხება ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას, თუკი ის ურანის გამდიდრების პროგრამას განახორციელებს. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, რეზოლუციის პროექტს მხარს უჭერს გაეროს უსაფრთხოების კომიტეტის ვეტოს მქონე ხუთივე მუდმივი წევრი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ამერიკის შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ რეზოლუციის პროექტი მოიპოვებს რეზოლუციის დამტკიცებისათვის საჭირო 9 ხმას. რეზოლუცია მიმართული იქნება რიგი ისლამისტური ქვეყნების სამხედრო, ფინანსური და იმ ტიპის გადაზიდვების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბირთვული ან ურანის გამდიდრების პროგრამის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG