Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა დაამთავრა


ყირგიზეთში დღეს დასრულდება ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა. როგორც ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი” იტყობინება, საკონსტიტუციო საბჭომ დაასრულა ყირგიზეთის კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც რეფერენდუმზე 27 ივნისს გაიტანენ. როგორც რამდენიმე ხნის წინ იტყობინებოდნენ, ყირგიზეთი საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა ჩამოყალიბებდეს. მთავრობა დაკომპლექტდება საპარლამენტო უმრავლესობით, პრეზიდენტს კი ვეტოს უფლება მოეხსნება.
XS
SM
MD
LG