Accessibility links

ჯონ მაკკეინი ობამას ადმინისტრაციას საქართველოს გამო აკრიტიკებს


რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, ობამას ადმინისტრაციის კრიტიკით გამოვიდა - განაცხადა, რომ მის საგარეო პოლიტიკაში თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა „დიდწილად უგულებელყოფილია.“ ამის ერთ-ერთ მაგალითად მაკკეინს საქართველო მოჰყავს. „რუსეთის ძალები საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას არა მხოლოდ აგრძელებენ, არამედ იქ თავიანთ სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებენ. მაგრამ გასულ კვირაში პრეზიდენტმა კონგრესს კიდევ ერთხელ წარუდგინა რუსეთთან სამოქალაქო ბირთვული შეთანხმება და განაცხადა, ზუსტი სიტყვებით, „საქართველოში არსებული ვითარება დაბრკოლებას აღარ წარმოადგენსო“. ზოგიერთს კი მაინც არ ესმის, რატომ თვლიან ქართველები რომ ვაშინგტონმა მათ ზურგი შეაქცია მოსკოვის სასარგებლოდ - რომ ეს გადატვირთვის ღილაკის დაჭერის პროცესში გადახდილი საფასური იყო“ - განაცხადა მაკკეინმა ნიქსონის ცენტრში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG