Accessibility links

logo-print

საფრანგეთის მთავრობამ დაამტკიცა ბურკის ამკრძალავი კანონპროექტი


საფრანგეთის მთავრობამ დღეს დაამტკიცა საჯარო ადგილებში ისეთი ისლამური ჩადრის ტარების ამკრძალავი კანონპროექტი, რომელიც მთელ სახეს ფარავს. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ნებისმიერი ქალი, რომელიც ასეთი სამოსით, ანუ ბურკით, გამოჩნდება, შეიძლება 150 ევროთი დაჯარიმდეს, მოქალაქეობის კურსის გავლა მოუწიოს, ან ორივე ერთად. ამასთან, ნებისმიერი პირი, რომელიც ქალს სახის დაფარვას აიძულებს, შეიძლება ერთ წლამდე ვადით ციხეში მოხვდეს და 15,000 ევრომდე თანხით დაჯარიმდეს. კანონპროექტს პარლამენტმა კენჭი შემოდგომაზე უნდა უყაროს. ის საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ 6 თვეში უნდა ამოქმედდეს.
XS
SM
MD
LG