Accessibility links

logo-print

დაკავებული ირანელი კინორეჟისორი შიმშილობას იწყებს


იუწყებიან, რომ თეირანში დაპატიმრებულმა ირანელმა კინორეჟისორმა, ჯაფარ პანაჰიმ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ირანის ოპოზიციის ვებ-საიტების თანახმად, მრავალი საერთაშორისო პრემიის მფლობელი რეჟისორი ითხოვს თავის ადვოკატთან შეხვედრებს, ოჯახის წევრების მხრიდან მისი მონახულების უფლებას, და სასამართლოს გამართვამდე ციხიდან გათავისუფლებას. პანაჰი, რომელიც მარტში დააკავეს, ოპოზიციის ლიდერის, მირჰუსეინ მუსავის მხარდამჭერია. დაპატიმრების გამო პანაჰიმ ვერ შესძლო კანში გამგზავრება - სადაც ის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრად იყო მიწვეული. ჯაფარ პანაჰი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც არის ნამყოფი - 2004 წელს მის ფილმს სახელწოდებით „მეწამული ოქრო“ მთავარი პრიზი, ოქროს პრომეთე გადაეცა.
XS
SM
MD
LG