Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანოდინა: ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში ტერაქტი, აფეთქება, ან ხანძარი არ მომხდარა


პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში, რომელმაც კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა, ტერაქტი, აფეთქება, ან ხანძარი არ მომხდარა - ამის შესახებ მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ტატიანა ანოდინამ განაცხადა. მისივე თქმით, ტექნიკურმა კომისიამ ასევე დაადგინა, რომ პილოტის კაბინაში იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ეკიპაჟის წევრები არ იყვნენ. ანოდინამ აღნიშნა, რომ ამ პირთაგან ერთის ხმა იდენტიფიცირებულია, სხვა ხმების იდენტიფიკაციას კი, პოლონური მხარე აწარმოებს. ამავე პრესკონფერენციაზე პოლონეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ედმუნდ კლიხმა განაცხადა, რომ ამჟამად პოლონური მხარე თვითმფრინავის ეკიპაჟის პროფესიონალიზმის საკითხს იკვლევს. კლიხმა აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზთა გამოძიების პროცესში პოლონეთს რუსეთთან რაიმე პრობლემა არ აქვს.
XS
SM
MD
LG