Accessibility links

logo-print

პოსტკონფლიქტურ ზონაში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საქართველოს კიდევ რვა მოქალაქე დააკავეს. პოსტკონფლიქტურ საკითხებში ედუარდ კოკოითის წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა სააგენტო რესს აცნობა, რომ ოსმა სამართალდამცავებმა შვიდი ადამიანი ზნაურის რაიონში, ერთი კი - სოფელ არცევთან დააკავეს. ჩიგოევის ინფორმაციით, მათგან შემოწმების გარეშე გაათავისუფლეს ზნაურის რაიონში დაკავებული ორი მოზარდი, დანარჩენების მიმართ კი, საზღვრის დარღვევის მიზეზთა დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG