Accessibility links

logo-print

მეამბოხეები ქაბულთან ახლოს ნატოს ბაგრამის საჰაერო ბაზას დაესხნენ თავს


ნატოს ინფორმაციით, სულ მცირე 7 ექსტრემისტი მოკლეს, როდესაც მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, ქაბულთან ახლოს. შეტაკებას - რომელიც უკვე დასრულებულია - მინიმუმ 5 საერთაშორისო ჯარისკაცის დაჭრა მოჰყვა. შეერთებული შტატების მიერ ამუშავებულ ბაგრამის საჰაერო ბაზაზე თავდასხმას ერთი დღით წინ უსწრებდა იერიში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ სამხედრო ბადრაგზე ქაბულში, რასაც ავღანეთის 12 მოქალაქე და საერთაშორისო სამხედრო ძალების 6 წარმომადგენელი ემსხვერპლა. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თალიბანის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბაგრამზე თავდასხმაში 20 თვითმკვლელი მოიერიშე იღებდა მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG