Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია დასრულებულია - თუმცა შეხლა-შემოხლა გრძელდება


ტაილანდში სამხედროებმა დღეს ბანკოკის ცენტრიდან განდევნეს აპრილის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები. მაგრამ ქალაქის სხვა ადგილებში შეხლა-შემოხლა კვლავ გაგრძელდა. რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. სამხედროების განცხადებით, მას შემდეგ, რაც „წითელპერანგებიანებად“ წოდებული ოპოზიციური მოძრაობის რამდენიმე ლიდერი სამართალდამცავებს ჩაბარდა, სიტუაცია „კონტროლს დაექვემდებარა.“ აქციის დაშლას თან შეხლა-შემოხლა ახლდა, რასაც მინიმუმ 4 ადამიანი შეეწირა - მათ შორის იტალიელი ფოტოჟურნალისტი. ხუთშაბათის დილამდე ბანკოკში და ქვეყნის 21 რეგიონში კომენდანტის საათია გამოცხადებული. საპროტესტო აქციების მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელიც მათ არალეგიტიმურად მიაჩნიათ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG