Accessibility links

logo-print

კომპანია "ენერჯი ინვესტის" პრეზიდენტი გენო მალაზონია დააკავეს


სამართალდამცველებმა ფინანსური მაქინაციებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით, კომპანია "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი გენო მალაზონია დააკავეს. კომპანია “ენერჯი ინვესტის” გენერალური დირექტორის გენო მალაზონიას დაკავების გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. პროკურატურის განმარტებით, მალაზონია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გადასახადის დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, თაღლითობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. გენო მალაზონია, რომელიც თბილისში გასულ ღამით დააკავეს, სხვადასხვა დროს ეკონომიკური განვითარების და განათლების მინისტრების და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა
XS
SM
MD
LG