Accessibility links

logo-print

ირანში დაპატიმრებული სამი ამერიკელი თავიანთ დედებს შეხვდა


ირანში დაპატიმრებულ სამ ამერიკელს დღეს თავიანთ დედებთან შეხვედრის უფლება მიეცა. ირანის სახელმწიფო ტელევიზია პრესს ტივიმ აჩვენა, როგორ შეხვდნენ სარა შაურდი, შეინ ბაუერი და ჯოშ ფატალი თავიანთ დედებს თეირანის ერთ-ერთ სასტუმროში. სამი ამერიკელი გასული წლის ივლისში დააკავეს ირანში, სადაც ისინი, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ერაყიდან გადავიდნენ. ირანის ხელისუფლებამ ისინი ირანის საზღვრის დარღვევასა და სადაზვერვო სამსახურებთან კავშირში დაადანაშაულა. სამივე დაკავებულის ოჯახები და შეერთებული შტატების მთავრობა უარყოფენ ჯაშუშობის ბრალდებას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. დაპატიმრებული ამერიკელების დედები ოთხშაბათს ჩავიდნენ თეირანში ერთკვირიანი ვიზებით.
XS
SM
MD
LG