Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისადმი ევროკავშირის სტრატეგიას განიხილავს


ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი

ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი

ევროპარლამენტი განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისადმი ევროკავშირის სტრატეგიას შეეხება. პროექტში საუბარია კონფლიქტებზე, ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიზაციასა და ეკონომიკაზე. რეზოლუციის პროექტის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოში არსებულ კონფლიქტებს შეეხება, ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, მეტად ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების სრულად დაცვის უზრუნველყოფაში. ასევე, დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. პროექტის თანახმად, რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც მოსკოვის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მანდატის სრულად განხორციელებას ბლოკავენ, რის გამოც დამკვირვებლებს ამ რეგიონებში შესვლის საშუალება არ აქვთ. ევროპალრმანეტი ევროკავშირს მოუწოდებს, უფრო აქტიურად იმოქმედოს, რათა რუსეთი და დე ფაქტო ხელისუფლებები მისიის დაბლოკვის შეწყვეტაში დაარწმუნოს.
XS
SM
MD
LG