Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა საინტერნეტო ვიდეოპორტალი „იუტიუბი“ დაბლოკა


პაკისტანმა პოპულარული საინტერნეტო პორტალი „იუტიუბი“ დაბლოკა „სადავო“ შინაარსის შემცველი ვიდეოსიუჟეტების გამო. ამ ზომამდე ერთი დღით ადრე ამავე ქვეყანაში დაიბლოკა სოციალური ქსელის ინტერნეტსაიტი „ფეისბუკი“ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა კერძო მომხმარებელმა გაავრცელა თხოვნა, მისთვის წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გაგზავნის შესახებ. ისლამი კრძალავს წინასწარმეტყველის გამოსახულების შექმნას, რის გამოც მთელს ისლამურ სამყაროში მწვავე პროტესტი გამოიწვია 2006 წელს ევროპის გაზეთებში მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვამ. პაკისტანს „იუტიუბი“ ცოტა ხნით ჰქონდა დაბლოკილი 2008 წელსაც, მოჰამედის „მკრეხელური“ კარიკატურების გამო.
XS
SM
MD
LG