Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეას მკაცრად აკრიტიკებენ სამხრეთკორეული ხომალდის ჩაძირვის გამო


აშშ-მა განაცხადა, რომ სამხრეთი კორეის გემის ჩაძირვა ჩრდილოეთი კორეის მიერ არ იყო პროვოკაციის შედეგი, რომ ის იყო გაუმართლებელი ქმედება, რომელსაც აუციმლებლად მოჰყვება რეაგირება. მანამდე, დღეს რამდენიმე ქვეყანამ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მოქმედება მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ წელს, მარტში ფხენიანმა ჩაძირა სამხრეთ კორეის გემი, რის შედეგადაც 46 მეზღვაური დაიღუპა. ბრიტანეთის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ტორპედოთი გემის ჩაძირვა „ადამიანის სიცოცხლის მიმართ სრულ გულგრილობას“ ცხადჰყოფს. იაპონიის შეფასებით, გემის ჩაძირვა ართულებს ფხენიანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე მოლაპარაკების განახლებას. ჩინეთმა კი ორივე კორეას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ვაშინგტონი მხარს უჭერს სამხრეთ კორეის მიერ ფხენიანის მისამართით გამოთქმულ ბრალდებას, რომელიც გემის ჩაძირვის ადგილას მიკვლეული ტორპედოს ფრაგმენტების შესწავლას ეფუძნება. ფრაგმენტები ჩრდილოეთკორეული წარმოების ტორპედოს ესადაგება. ფხენიანი ბრალდებას უარყოფს და „სრულმასშტაბიანი ომით“ იმუქრება, თუ მის წინააღმდეგ, 26 მარტის ინციდენტზე საპასუხოდ, მორიგ სანქციებს, ან სხვა დამსჯელ ზომებს შემოიღებენ.
XS
SM
MD
LG