Accessibility links

logo-print

ნატომ და რუსეთმა ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხზე მოლაპარაკება დაიწყეს


ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსმა და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების საკითხზე. როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბულგარეთში განაცხადა, პირველი დისკუსიები ოთხშაბათს, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე გაიმართა. მისივე თქმით, დისკუსია გაგრძელდება ნატოს ლისაბონის სამიტამდე, რომელიც წელს ნოემბერში გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ნატოს წევრები ლისაბონის სამიტზე გადაწყვეტენ, მიემხრობიან თუ არა ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას პოტენციურად სახიფათო ქვეყნების, მაგალითად ირანის იერიშისაგან ალიანსის 28-ვე წევრის დასაცავად.
XS
SM
MD
LG