Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის მუზეუმიდან ნახევარ მილიარდამდე ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს


პარიზში მუზეუმიდან მოიპარეს ხუთი ნახატი, რომელთა ღირებულებაც, პოლიციის განცხადებით, ნახევარ მილიარდ ევროს აღწევს. მოპარულ ნახატებს შორის არის პაბლო პიკასოსა და ანრი მატისის ნამუშევრები. პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიდან მათი გაუჩინარების შესახებ დღეს შეატყობინეს პოლიციას. გამომძიებლების განცხადებით, მუზეუმის სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა ერთადერთი ნიღბიანი მამაკაცი, რომელმაც მუზეუმში ფანჯრიდან შეაღწია და ნახატების წაღება მოახერხა.
XS
SM
MD
LG