Accessibility links

შავი ზღვის რეგიონის ხედვა 2020 წლისთვის


შავი ზღვის კომისიის ანგარიში „შავი ზღვის რეგიონის ხედვა 2020 წლისთვის“

შავი ზღვის კომისიის ანგარიში „შავი ზღვის რეგიონის ხედვა 2020 წლისთვის“

„შავი ზღვის კომისიად“ წოდებული გაერთიანება 2009 წელს შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინციატივით. მან მოქმედება დაიწყო უშუალოდ შავიზღვისპირა ქვეყნების, თურქეთის, რუმინეთისა და საბერძნეთის ორგანიზაციების, ასევე გერმანიის ბერტელსმანის ფონდის ხელშეწყობით. ამ დღეებში კომისიამ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში სახელწოდებით - „შავი ზღვის რეგიონის ხედვა 2020 წლისთვის“. კომისიაში შედიან პოლიტიოსები, ახლა სახელმწიფო სამსახურში რომ არ იმყოფებიან, ასევე ექსპერტები, ამ რეგიონის ფართო გაგებით, ყველა ქვეყნიდან. კომისიის ერთ-ერთ წევრს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, თედო ჯაფარიძეს, ასევე კომისიის ანგარიშის თანაავტორს, დიმიტრიოს ტრიანტაფილუს ტელეფონით ვესაუბრეთ და დღევანდელ გამოშვებაში მოისმენთ მათ ნაამბობს კომისიის მიზნებზე, მის რეკომენდაციებზე, ასევე შავიზღვისპირეთის მათეულ ხედვაზე.
XS
SM
MD
LG