Accessibility links

logo-print

თბილისელ სომეხთა ასამბლეა არჩევნებთან დაკავშირებით კრებას გამართავს


თბილისელ სომეხთა ასამბლეა დღეს სახალხო დამცველის აპარატში სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლობით კრებას გამართავს. კრებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების, კერძოდ, საკრებულოში არჩევისათვის სათანადო რეიტინგის მქონე პარტიების მხრიდან სომეხთა თბილისის 86 ათასიანი სათვისტომოს წარმომადგენელ კანდიდატთა იგნორირების საკითხები იქნება განხილული და მიმართვა შემუშავდება.
XS
SM
MD
LG