Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საინიციატივო ჯგუფი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ოპოზიციურ პარტიებს სპეციალური განცხადებით მიმართავენ. "გამოვხატავთ რა რეალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობის განწყობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, გთავაზობთ საკონსულტაციო შეხვედრას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, ერთმანეთისადმი სიმპათიებისა თუ ანტიპათიებისა, ჩვენ უნდა შევძლოთ შეკრებაც, აზრთა ურთიერთგაცვლაც და რაც მთავარია, შეთანხმება ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის ფორმებსა და მეთოდებზე” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ეროვნულ ძალთა ალიანსის" ლიდერი მამუკა გიორგაძე, "მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე, "ალიანსის საქართველოსათვის" წევრი გია ცაგარეიშვილი, "თეთრი მოძრაობის" ლიდერი თემურ შაშიაშვილი და "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აწერენ ხელს.
XS
SM
MD
LG