Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკის უძველესი ბიბლიოთეკა 221 წლის წინ გატანილ წიგნს დაიბრუნებს


ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელიც ნიუ-იორკში უძველესი ბიბლიოთეკაა, საბოლოოდ შეავსებს თაროზე იმ ცარიელ ადგილს, რომელიც იქ 1789 წლის 5 ოქტომბერს გაჩნდა. სწორედ ამ დღეს ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა ბიბლიოთეკიდან გაიტანა ემერ დე ვატელის წიგნი ”ერების კანონი” და ის აღარ დაუბრუნებია. ვირჯინიის მუზეუმმა წიგნი ბიბიოთეკას მას შემდეგ გადასცა, რაც ის იგივე გამოცემის სხვა ეგზემპლარით შეცვალა.
XS
SM
MD
LG