Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტი: ”სერბეთი არასდროს აღიარებს კოსოვოს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობას”


სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არასდროს აღიარებს კოსოვოს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობას. ბორის ტადიკი იმედოვნებს, რომ კოსოვოს ამის საშუალება არ მიეცემა, რადგან სერბეთი ამას არასდროს დაუშვებს. ტადიკმა ამის შესახებ კვიპროსის პრეზიდენტთან დიმიტრის კრისტოფიასთან საუბრისას განაცხადა. სერბეთთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი და კვიპროსი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეეთებულმა შტატებმა და ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა კოსოვო დამოუკიდებლად აღიარა.
XS
SM
MD
LG