Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პაკისტანში დაბრუნებას აპირებს


პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი და სამხედრო მმართველი პერვეზ მუშარაფი აცხადებს, რომ ის პაკისტანში დაბრუნებას აპირებს. როგორც მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ის კვლავ პრეზიდენტობას გადაწყვეტს თუ პრემიერ-მინისტრობას. მისი თქმით, ზუსტად არ არის გადაწყვეტილი პაკისტანში დაბრუნების ზუსტი თარიღიც. მუშარაფმა 2008 წელს პოსტი იძულებით დატოვა, რის შემდეგაც ის ქვეყნიდან გაემგზავრა და ლონდონში დასახლდა. მუშარაფი ვაშინგტონს მიმდინარე კვირას სტუმრობდა.
XS
SM
MD
LG