Accessibility links

logo-print

ყურმანბეკ ბაკიევი უარყოფს ამბოხების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს


ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის განცხადებით, მას და მის ძმებს არაფერი აქვთ საერთო სამხრეთ ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებთან. რადიო "თავისუფლებასთან" სატელეფონო ინტერვიუში ბაკიევი საუბრობს ბრალდებებზე, რომელთა მიხედვითაც ის სამხრეთ ყირგიზეთში ამბოხებას აფინანსებს: "ჩემი ძმების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ღონისძიებები ტარდება. ისინი იმალებიან და ერთმანეთთან სატელეფონო კავშირიც კი არ აქვთ. და ახლა თქვენ თანხების გადარიცხვაზე მესაუბრებით, რათა ბუნტი დავაფინანსო? ეს არ არის მართალი. ისინი იტყუებიან", - აცხადებს ბაკიევი.
XS
SM
MD
LG