Accessibility links

logo-print

კოდორის ხეობის სოფლებში მოსახლეობის აღწერა დაიწყო


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კოდორის ხეობის სოფლებში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. ხეობაში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა სერგეი ჯონუამ რუსულ სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ კოდორის მცხოვრებთ აქვთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ქართული მოწმობები, რომელიც უნდა შეიცვალოს. ჯონუას თქმით, ადგილობრივი კანონმდებლობით, კოდორის ხეობის მოსახლეობა ჯერ პირადობის დამადასტურებელი დროებით მოწმობებს, შემდეგ კი - აფხაზეთის მოქალაქის პასპორტებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG