Accessibility links

logo-print

კლინტონი: ჩრდილოეთ კორეას პასუხი უნდა მოეთხოვოს სამხრეთკორეული გემის ჩაძირვის გამო


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო თანამეგობრობამ პასუხი უნდა მოსთხოვოს სამხრეთკორეული გემის ჩაძირვის გამო. კლინტონი ამ განცხადებით ტოკიოში გამოვიდა, სადაც მან დღეს დაიწყო ტურნე, რომელიც ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში ვიზიტებსაც მოიცავს. გუშინ მრავალეროვნულმა კომისიამ ჩრდილოეთ კორეას დასდო ბრალი მარტში გემის ტორპედოთი აფეთქებაში. ინციდენტს 46 ადამიანი შეეწირა. ანგარიშის გავრცელების შემდეგ სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ „კონტრ-ზომებს“ გაატარებს. ფხენიანი ანგარიშს „აბსოლუტურ სიყალბეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი დასჯის ნებისმიერ მცდელობას სრულმასშტაბიანი ომით უპასუხებს.
XS
SM
MD
LG