Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიტიშ პეტროლეუმი“ უარყოფს დაღვრილი ნავთობის მასშტაბის დამალვას


კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ უარყოფს ბრალდებას, რომ დამალა მექსიკის ყურის ოფშორულ სადგურზე დაღვრილი ნავთობის მასშტაბი. ბრიტანული ენერგოკომპანიის წინააღმდეგ გულისწყრომა მატულობს. რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანია აცხადებდა, რომ დაღვრილი ნავთობის მასშტაბი ყოველდღიურად 5,000 ბარელს შეადგენდა - თუმცა ხუთშაბათს კომპანიის წარმომადგენელმა აღიარა, რომ შესაძლოა ბევრად მეტი ნავთობი იღვრებოდეს. ბრიტიშ პეტროლეუმის ცნობით, 5,000 ბარელი მხოლოდ უხეში შეფასებით ითქვა. ჩაღვრილი ნავთობიდან 5,000 ბარელი ყოველდღიურად გააქვთ სპეციალური მოწყობილობით - მაგრამ ადგილზე გადაღებული ვიდეოკადრები მოწმობს, რომ წყალში ნავთობის დიდი რაოდენობა მაინც იღვრება. შეერთებული შტატების მთავრობა „ბრიტიშ პერტოლეუმს“ მწვავედ აკრიტიკებს ინციდენტთან გამკლავების პროცესში გაუმჭვირვალე ნაბიჯების გამო.
XS
SM
MD
LG