Accessibility links

logo-print

გაეროს ხელმძღვანელი: თურქეთმა ადგილობრივი პრობლემები უნდა გადაჭრას


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა, დადებითად შეაფასა ის წვლილი, რომელიც თურქეთს მსოფლიო მშვიდობაში შეაქვს - თუმცა ქვეყანას იქვე მოუწოდა უფრო აქტიურად იმუშაოს კვიპროსსა და სომხეთთან თავისი კონფლიქტების გადაჭრაზე. ბან კი-მუნი ამ მოწოდებით სტამბოლში, ბოგაზიჩის უნივერსიტეტში გამოვიდა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიბანსა და ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში - ისევე როგორც ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ გამართულ მოლაპარაკებებში. თუმცა, ბან კი-მუნის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია მან სომხეთთან დიპლომატიური კავშირები განავითაროს და ისარგებლოს საშუალებით, რომელსაც შექმნის კვიპროსის საკითხის გადაჭრის მიზნით, გაეროს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების განახლება 26 მაისს.
XS
SM
MD
LG