Accessibility links

logo-print

მეცნიერებმა პირველი ხელოვნური ცოცხალი უჯრედი შექმნეს


აშშ-ს მეცნიერები აცხადებენ, რომ შესძლეს პირველი სინთეთიკური უჯრედის შექმნა, რომელიც ემყარება ხელოვნურად შექმნილ დნმ-ს. ვაშინგტონთან ახლოს მდებარე კრეიგ ვენტერის ინსტიტუტის მკვლევრები ამბობენ, რომ მათ ბაქტერიის „გენეტიკური პროგრამა“ კომპიუტერზე შექმნეს, შემდეგ ის ქიმიურად ხელახლა ააგეს და ბოლოს წარმატებით შესძლეს ამ სტრუქტურის მიმღებ უჯრედში გადანერგვა. ამ ტექნოლოგიის მომხრეები აცხადებენ, რომ მომავალში მისი გამოყენება ვაქცინებში და გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის პროცესში გახდება შესაძლებელი. სკეპტიკოსები კი აცხადებენ, რომ თუკი ცუდ ხელში ჩავარდება, ის შესაძლოა ბიოლოგიური იარაღისთვის გამოიყენონ. ამასთან, არსებობს შიში, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ იაზრებენ ხელოვნური ორგანიზმებით მიერ შექმნილი საფრთხეს.
XS
SM
MD
LG